
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

23 იანვარი, 2019
კარალეთში „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში გამართულ მოსახლეობის საერთო კრებას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად ქეთავან ციხელაშვილი ესწრებოდა. შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრმა უშუალოდ მოსახლეობისგან მოისმინა სოფელში არსებული პრობლემების შესახებ ინფორმაცია. კრებაზე ადგილობრივებმა ხმათა უმრავლესობით ორი პროექტის განხორციელებას დაუჭირეს მხარი. მათი გადაწყვეტილებით, 2019 წელს „სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში“ რეაბილიტირდება კარალეთში არსებული ორივე საბავშვო ბაღის ეზო და მოეწყობა გარე განათების სისტემა (ე.წ. ნასელების უბანში).
დღესვე, ხელისუფლების წარმომადგენლები ქვეშში მრავალშვილიან ოჯახს სტუმრობდნენ. მათ ცოხნიაშვილებს საჩუქრად მაცივარი და სურსათი გადასცეს. მაცივარი სოციალურად დაუცველ ოჯახს შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრის აპარატმა გადასცა. სურსათი სამკერვალო „ლიდერმა“ საკუთარი პროდუქციის რეალიზაციიდან მიღებული თანხით შეიძინა. პროდუქცია გორის მერიის მიერ დაფინანსებული პროექტის ყოფილმა ბენეფიციარებმა, სოციალურად დაუცველმა და დევნილმა ქალბატონებმა შექმნეს. მათ კერვის შემსწავლელი კურსი გასულ წელს უფასოდ გაიარეს.