სიახლეები

სიახლეები

23 იანვარი, 2019

გორში საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე განათება მოეწყო

გურამ გაბუნიას სახელობის საფეხბურთო სკოლის ხელოვნურსაფარიან მოედანზე ახალი განათების სისტემა მოეწყო. დღეიდან,სკოლის აღსაზრდელები და გუნდ „გორის“ ფეხბურთელები ვარჯიშს დღე-ღამის ბნელ დროსაც შეძლებენ. ხელოვნურსაფარიანი მოედნის განათება თანამედროვე სტანდარტების შესაბამისად მოეწყო.პროექტი ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდის“ დაფინანსებით განხორციელდა.

4 500 ლარის ღირებულების სამუშაოებიგორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპმა კეთილმოწყობის სააგენტომ განახორციელა. ა(ა)იპ „ქართული ფეხბურთის განვითარების ფონდმა“ გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ საფეხბურთო კლუბი "გორი", ტექნიკური ხელშეწყობის პროგრამის ფარგლებში ჯამში 50 000 ლარით დააფინანსა. გარდა განათებისა, აღნიშნული თანხის ფარგლებში ა(ა)იპგორის მუნიციპალიტეტის საფეხბურთო კლუბი "გორი" გეგმავს ორი სპორტული მოედნის რეაბილიტაციას,ახალგაზრდა ფეხბურთელებისთვის სავარჯიშო ეკიპირებისა და ბურთების შეძენას.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით