სიახლეები

სიახლეები

12 დეკემბერი, 2018

გორის მუნციპალიტეტში 10 000 ჰა დეგრადირებული საძოვრებისა და სასოფლო-სამეურნეო მიწების აღდგენა დაიწყო

გორის მუნიციპალიტეტის მერიაში პროექტის “ეკონომიკური და გარემოსდაცვითი სარგებელი მიწის მდგრადი მართვის გზით  მოწყვლადი თემებისათვის საქართველოში“  პრეზენტაცია გაიმართა. შეხვედრას ესწრებოდა გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ნინო ჩიქოვანი -საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს, მიწის რესურსების დაცვის სამმართველოს უფროსი და კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრის წარმომადგენლები.

პროექტი სამწლიანია და დაფინანსებულია გლობალური გარემოსდაცვითი ფონდის (GEF) მიერ. პროექტის ინიცირებულია საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მიერ. პროექტის განმახორციელებელი სააგენტოა გაეროს გარემოსდაცვითი პროგრამა (UN Environment), ხოლო აღმასრულებელი ორგანიზაციაა კავკასიის რეგიონული გარემოსდაცვითი ცენტრი (REC Caucasus).

პროექტის ფარგლებში იგეგმებმიწის დეგრადაციის ნეიტრალური ბალანსის ეროვნული მიზნის მისაღწევად ხელსაყრელი გარემოს შექმნა მუნიციპალურ დონეზე.შეხვედრის მონაწილეები შეთანხმდნენ  მჭიდრო თანამშრომლობაზე და ერთობლივ მიდგომებზე მიწის დეგრადაციის თავიდან ასაცილებლადსაპილოტე ღონისძიებების განსახორციელებლად 10000 ჰა დეგრადირებულ ტერიტორიებზე. რომლებიც უკავშირდება მიწის მდგრადი მართვის პრაქტიკის დანერგვას დაცოდნის  და შესაძლებლობების გაძლიერებას.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით