სიახლეები

სიახლეები

21 იანვარი, 2019

შეხვედრა "სამოქალაქო ბიუჯეტში" აქტიურად ჩართულ მოქალაქეებთან

"სამოქალაქო ბიუჯეტის" ფარგლებში მოსახლეობის მეირ შერჩეული პროექტების და მათი განხორციელების დეტალების შესახებ საჯარო შეხვედრა გაიმართა. შეხვედრას შერჩეული პროექტების ავტორები, კოორდინატორები, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგნლები და დაინტერესებული პირები ესწრებოდნენ. კონსტანტინე თავზარაშვილმა სამოქალაქო ბიუჯეტის დაგეგმვის პროცესში მოსახლეობის ჩართულობის მნიშვნელობაზე ისაუბრა და მადლობა გადაუხადა ავტორებს საინტერესო პროექტების წარდგენისა და ბიუჯეტის დაგეგმვაში აქტიურად მონაწილეობისთვის.

მუნიციპალიტეტის ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი თანხები 28 ადმინისტრაციულ ერთეულში თანაბრად გადანაწილდა, მოსახლეობამ თავად წარადგინა და შეარჩია მათთვის საჭირო პროექტები, რომლებიც მიმდინარე წელს განხორციელდება. გორის მუნიციპალიტეტში "სამოქალაქო ბიუჯეტის" პროექტი 2016 წლიდან წარმატებით ხორციელდება, 2018 წელს გორის მუნიციპალიტეტი მოქალაქეთა ჩართულობის მიმართულებით საუკეთესო პრაქტიკის მქონე მუნიციპალიტეტად დასახელდა. შეხვედრის დასასრულს "სამოქალაქო ბიუჯეტის" შესახებ ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სტრატეგიული განვითარების სააგენტოს მიერ მომზადებული საინფორმაციო ვიდეო რგოლის პრეზენტაციაც მოეწყო.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით