სიახლეები

სიახლეები

18 იანვარი, 2019

გარეგანათება 47 სოფელში

„სამოქალაქო ბიუჯეტის“ ფარგლებში 2019 წელს გარეგანათება გორის მუნიციპალიტეტის 47 სოფელში მოეწყობა. პროექტით გათვალისიწინებული სამუშაოების შესყიდვის მიზნით, ტედერი 16 იანვარს გამოცხადდა. შესყიდვის სავარაუდო ღირებულება 882 000 ლარია.

სამუშაოები ატენში, ახალდაბაში, ახრისში, ბიისში, ბნავისში, ბობნევში, ბროწლეთში, გაგლოაანთ კარში, დიცში, ვარიანში, ზემო და ქვემო ბოშურში, ზერტში, თედოწმინდაში, თერგვისში, კარბში, კოშკაში, კოშკებში, მერეთში, ლევიტანაში, მეღვრეკისში, მუმლაანთკარში, მღებრიანში, ნაწრეტში, ოლოზში, ოთარშენში, ორმოცში, რიეთში, სვენეთში, ტინისხიდში, ტირძნისში, ტუსრებში, ფხვენისში, ქვემო შავშვებში, ქვეშში, ქიწნისში, ქორდში, არბოში, ყველაანთ უბანში, შინდისში, ციცაგიაანთკარში, წედისში, წითელუბანში, ჯარიშენში, ქერეში, გუგუტიაანათ კარსა და ზარდიაანთ კარში განხორცილედება. აღნიშნულიდან ზოგიერთ სოფელში გარეგანათების სისტემის მონტაჟი წელს პირველად დაიწყება.

სამუშაოები გაგრძელდება იმ სოფლებში, რომლებიც ნაწილობრივ განათებულია. „სამოქალაქო ბიუჯეტის“ 2019 წლის ბიუჯეტი ჯამში 2 800 000 ლარს შეადგენს, რომელიც მუნიციპალიტეტის 28 ადმინისტრაციულ ერთეულზე თანაბრად ნაწილდება. პროგრამა, რომლის მიზანიც ადგილობრივი თვითმმართველობის საქმიანობაში საზოგადოების ჩართულობის ზრდის ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტში მესამე წელია ხორციელდება.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით