სიახლეები

სიახლეები

18 იანვარი, 2019

ტრენინგი ხარისხიანი პროექტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ

პოლონელი ექსპერტები გორის მერიის თანამშრომლებს ხარისხიანი პროექტის შედგენის მეთოდოლოგიის შესახებ საკუთარ გამოცდილებას უზიარებენ. სხვადასხვა სახის ანალიზები, რისკები, ინდიკატორები, შეფასების კრიტერიუმები და სტანდარტები - ეს პროექტის მომზადების პროცესის იმ საჭირო ეტაპების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მეორე დღეა ეცნობიან საჯარო მოხელეები.

ტრენინგი პროექტ ‘’ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება, უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“ ფარგლებში ტარდება. პოლონელი ექსპერტები თანამშრომლობენ ხელისუფლების ყველა შტოსთან. პროექტის მიზანია სივრცით დაგეგმვის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება. ორწლიან პროექტს ევროკავშირი 1 500 000 ევროთი აფინანსებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით