სიახლეები

სიახლეები

16 იანვარი, 2019

სოფლებში ადგილობრივები პრიორიტეტულ პროექტებს ირჩევენ

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, გორის მუნიციპალიტეტში საერთო კრებები/კონსულტაციები დაიწყო. მოსახლეობასთან შეხვედრები დღეს ქვახვრელსა და უფლისციხეში ჩატარდა. კონსულტაციებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე გელა კაპანაძე და მერიის შესაბამისი სამსახურების წარმომადენლები ესწრებოდნენ. ადგილობრივებმა მერიაში უკვე წარდგენილი წინადადებებიდან, პრიორიტეტები ხმათა უმრავლესობით შეარჩიეს. მერიის წარმომადგენლებმა მოსახლეობის მიერ პრიორიტეტებად შერჩეული ობიექტებიც დაათვალიერეს. კრება/კონსულტაცია მუნიციპალიტეტის ყველა სოფელში გაიმართება და მოქალაქეები პირადად ჩაერთვებიან პროგრამის ყველა ეტაპში. „სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“ რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდის (რეგფონდის) შემადგენელი ნაწილია. დასაფინანსებელი პროექტების კატეგორია განსაზღვრულია: ▫ სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები) წყაროების მოპირკეთება ▫ სარწყავი სისტემები ▫ სანიაღვრე არხები ▫ ნაპირსამაგრი სამუშაოები ▫ გზები ▫ ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები ▫ გარე განათება ▫ სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა ▫ სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი ▫ ამბულატორიის შენობები ▫ კულტურის ობიექტები ▫ სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი ▫ სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით ▫ წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი ▫ სასაფლაოს შემოღობვა ▫ თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები ▫ მინიჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა დაფინანსების თანხა განაწილდება დასახლების ზომის მიხედვით - 5,000-10,000 ლარამდე. მოსახლეობამ საკუთარი წინადადებები მერიაში უკვე წარმოადგინა, დღეიდან ადგილზე კონსულტაციის/კრების შედეგად, ადგილობრივები სოფელში განსახორციელებელ პროექტებს ხმათა უმრავლესობით გადაწყვეტენ.

#გორისმუნიციპალიტეტისმერია

#სოფლისმხარდაჭერისპროგრამა

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით