სიახლეები

სიახლეები

09 იანვარი, 2019

"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში განაცხადების მიღება დაიწყო

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში მოქალაქეებისგან საპროექტო წინადადების მიღება 14 იანვრის ჩათვლით გაგრძელდება. 

წინადადების წარმოდგენა ნებისმიერ პირს შეუძლიაგანურჩევლად რეგისტრაციის ადგილისა.

საპროექტო წინადადების შესავსებიფორმის ჩამოტვირთვა შესაძლებელია ვებგვერდიდან და მისი ელექტრონულად გაგზავნა გორის მუნიციპალიტეტის ოფიციალურ მეილზე (info@gori.gov.ge). 

აღნიშნული ფორმა დაინტერესებულ მოქალაქეს მერის წარმომადგენლისგანაც შეუძლია მიიღოს. 

გარდა ამისა ყველას აქვს შესაძლებლობა, როგორც უშუალო ასევე სატელეფონო კავშირის საშუალებით ზეპირად გაუზიაროს თავისი იდეა მერის ბრძანებით (მერის ბრძანება #81/09.01.2019/) გათვალიწინებულ უფლებამოსილ პირებს. ისინი დაეხმარებიან მოქალაქეებს ფორმის შევსებაში, ან თვითონ შეავსებენ მას  და მიუთითებენ იდეის ავტორის მონაცემებს. 

შემოსული განაცხადების გათვალისწინებით მომზადდება განსახილველი საპროექტო წინადადებების ნუსხა. წარმოდგენილი იდეები განიხილება დასახლებების საერთო კრებებზე. 

პროექტები წარმოდგენილი უნდა იყოს შემდეგ საკითხებზე: 

• სასმელი წყლის სისტემები (მათ შორის ჭაბურღილები, წყალსადენები, ჭა და ა.შ. გაწმენდებით); წყაროების მოპირკეთება; 

• სარწყავი სისტემები; 

• სანიაღვრე არხები; 

• ნაპირსამაგრი სამუშაოები; 

• გზები; 

• ხიდები, ცხაურები, ხიდბოგირები, გადასასვლელები; 

• გარეგანათება; 

• სკოლების მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა; 

• სკოლამდელი დაწესებულებები და შესაბამისი ინვენტარი; 

• ამბულატორიის შენობები; 

• კულტურის ობიექტები; 

• სპორტული ინფრასტრუქტურა, მოედნები და მოედნების ინვენტარი; 

• სკვერები და სველი წერტილები შესაბამისი ინვენტარით; 

• წისქვილების რეაბილიტაცია და შესაბამისი ინვენტარი; 

• სასაფლაოს შემოღობვა; 

• თავშეყრის ადგილები, მოსაცდელები; 

• მინი-ჰესები და შესაბამისი რეაბილიტაცია/აღდგენა

დანართი N1

დანართი N2

ბრძანება N81

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით