სიახლეები

სიახლეები

08 იანვარი, 2019

ალილო გორში

გორში შობის დღესასწაულთან დაკავშირებით ტრადიციული ალილო მსვლელობა  მოეწყო. საშობაო მსვლელობას ხელისუფლების წარმომადგენლებიც შეუერთდნენ. გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და შიდა ქართლის გუბერნატორმა გიორგი ხოჯევანიშვილმა დღესასწაულის მახარობლებს საშობაო ნობათი გადასცეს.

მსვლელობა ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო და ქალაქის ცენტრალურ ქუჩებში გაგრძელდა. ალილოს მონაწილეები გორისა და ატენის მიტროპოლიტმა მეუფე ანდრიამ დალოცა. შეგროვებული საშობაო ნობათი ხელმოკლე ოჯახებს გადაეცემა. საქართველოში ალილოს ტრადიცია სათავეს V-VI საუკუნიდან იღებს. მისი აღნიშვნა ილია მეორის ლოცვა-კურთხევით 2000 წლიდან აღდგა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით