სიახლეები

სიახლეები

31 დეკემბერი, 2018

ახალი წელი გორში

2019 წლის შემობრძანება ქალაქის ცენტრალურ მოედანზე, საახალწლო კონცერტის მიმდინარეობისას, გრანდიოზული ფოიერვერკით აღინიშნა. მოედანზე შეკრებილ მოსახლეობას ახალი წელი გორის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავჯდომარემ მიულოცეს. კონცერტში მონაწილეობა მოწვეულმა და ადგილობრივმა შემსრულებლებმა მიიღეს.

გორში საახალწლო ღონისძიებები გრძელდება. 3-დან 7 იანვრის ჩათვლით, კულტურის ცენტრში (მშვიდობის გამზირი №12.ა) საახალწლო ნაძვის ხის ზეიმზე, გორის მერია 2 500 ბავშვს ეპატიჟება. პატარებს შორის იქნებიან სოციალურად დაუცველი, დევნილი და შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებიც. ბავშვები აღნიშნული ღონისძიების მოსაწვევით ატრაქციონებით სარგებლობასაც შეძლებენ. გასართობი მოწყობილობები კულტურის ცენტრის მიმდებარე ტერიტორიაზე 28 დეკემბრიდან ემსახურება მსურველებს

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით