
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

28 დეკემბერი, 2018
შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პატარებს მერიამ საახალწლოდ სიურპრიზი გაუკეთა. გორის მუნიციპალიტეტის მერმა და მისმა მოადგილემ, ანიმატორებთან და თოვლის ბაბუასთან ერთად, კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის აღსაზრდელებს მიულოცეს. ზღაპრის გმირებმა პატარების განწყობაზე იზრუნეს, თოვლის პაპამ შშმ ბავშვებს საჩუქრები დაურიგა.
„ამ ბავშვების სიხარული ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია, მიხარია, რომ დღევანდელი დღის გალამაზება შევძელით და ერთი ბედნიერი დღე ვაჩუქეთ. მერია ყოველთვის ზრუნავს მათ კეთილდღეობაზე. მინდა ყველას მივულოცო შობა - ახალი წელი და ბევრი, ბევრი ბედნიერი და ლამაზი დღე ვუსურვო“. - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი. პროექტი, რომლის ფარგლებშიც ღონისძიება საზოგადოება „ბილიკის“ აღსაზრდელებისთვისაც გაიმართება, გორის მერიისა და გასართობი ცენტრ „რიოს“ თანადაფინანსებით განხორციელდა.