
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

27 დეკემბერი, 2018
“2018 წლის ადგილობრივი ბიუჯეტის 54% ინფრასტრუქტურის განვითარებას მოხმარდა. გზები, გარეგანათება, საბავშვო ბაღების, სასმელი და სარწყავი წყლის სისტემების რეაბილიტაცია - ეს იმ ინფრასტრუქტურული პროექტების არასრული ჩამონათვალია, რომლებზეც ბიუჯეტიდან 25 მილიონ ლარზე მეტი თანხა გადანაწილდა. მთელი წლის განმავლობაში მუნიციპალიტეტის თანადაფინანსების პროგრამების ფარგლებში, გორის მერია აქტიურად თანამშრომლობდა საზოგადოებრივ ორგანიზაციებთან. შედეგად, მუნიციპალიტეტის დონეზე კულტურის, განათლების, სპორტისა და ახალგაზრდული პოლიტიკის განვთარების ხელშეწყობის მიზნით, ადგილობრივი ბიუჯეტიდან სოლიდური ფინანსური წილობრივი მონაწილეობით ათეულობით პროექტი განხორციელდა.“ - აღნიშნა კონსტანტინე თაზარაშვილმა თეატრში ერთი წლის ანგარიშის წარდგენისას.
გორის მერმა, ისაუბრა იმ ჯილდოების მნიშვნელობაზეც, რომლებიც მერიას მოქალაქეთა ჩართულობის წარმატებული პრაქტიკისა და მუნიციპალიტეტის ეკონომიკური განვითარების გემგმის მომზადებისთვის გადაეცა. კონსტანტინე თავზარაშვილმა მუნიციპალიტეტის საგარეო ურთიერთობებზეც გააკეთა აქცენტი. აღნიშნა, რომ ევროკავშირის ქვეყნებთან თანამშრომლობის მიზანი, ევროპული თვითმმართველობების წარმატებული გამოცდილების გაზიარება და ფონდების მოძიებაა გრანტების მოსაპოვებლად. ანგარიშის ბილოს კონსტანტინე თავზარაშვილმა საზოგადოებას ის ინფრასტრუქტურული პროექტებიც გააცნო, რომლებიც გორში 2019 წელს „მუნიციპალური განვითარებისა“ და „რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების“ ფონდების დაფინანსებით განხორციელდება.
#2018წლისანგარიში