
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

14 დეკემბერი, 2018
ღონისძიებას გორის მერიის, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ედუკატორისა“ და „კივიტას გეორგიკას“ წარმოადგენლები ესწრებოდნენ.
ბიბლიოთეკა, სადაც თანამედროვე და მრავალფეროვანი საბავშვო ლიტერატურაა წამოდგენილი, ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ბაზაზე შეიქმნა.
წიგნადი ფონდით სარგებლობას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოქმედი 62 სააღმზრდელო დაწესებულების პედაგოგები შეძლებენ.
ბიბლიოთეკა პოლონეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს დაფინანსებით, ადგილობრივი თვითმმართველობის მხარდაჭერით, არასამთავრობო ორგანიზაციების - „ედუკატორისა“ და „კივიტას გეორგიკას“ ხელშეწყობით პროექტის „სკოლამდელი განათლების სისტემური ცვლილებების მხარდაჭერა საქართველოში“ ფარგლებში მოეწყო.
პროექტის ღირებულებამ 6 000 ლარი შეადგინა.