სიახლეები

სიახლეები

11 დეკემბერი, 2018

მორიგი პროექტი გორის მერიის თანადაფინანსებით

სტალინის გამზირზე, №23-ე მრავალსართულიანი კორპუსის ეზო მოასფალტდა. პროექტი ბინათმესაკუთრეთა ამხანაგობების თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში განხორციელდა. 

სამუშაოების ღირებულებამ 23 922 ლარი შეადგინა. თანხის 90% - 21 530 ლარი ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოიყო.

მიმდინარე წელს თანადაფინანსების პროგრამის ფარგლებში 33 პროექტი განხორციელდა. მათმა საერთო ღირებულებამ 391 465 ლარი, მერიის თანადაფინანსების წილმა კი 352 400 ლარი შეადგინა. თანადაფინანსების ინფრასტრუქტურული პროგრამის ფარგლებში გორის მერია ადგილობრივი ბიუჯეტიდან 90% - იანი წილობრივი მონაწილეობით მოსახლეობას საყოფაცხოვრებო პირობების გაუმჯობესების საშუალებას აძლებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით