სიახლეები

სიახლეები

10 დეკემბერი, 2018

ძალადობის წინააღმდეგ ბრძოლის კამპანიას გორის მერიაც შეუერთდა

გორის მერიის ორგანიზებით გენდერული პრობლემატიკის შესახებ ახალგაზრდებთან საინფორმაციო შეხვედრა გაიმართა. მოსწავლეებს ქალთა მიმართ ძალადობის აღსაკვეთად და მსხვერპლთა დასაცავად არსებული სამართლებრივი ფორმები და საშუალებები "ლიდერთა ლიგის" პრეზიდენტმა თინა მაისურაძემ გააეცნო. ბავშვებმა მონაწილეობა მიიღეს ასევე პრაკტიკულ აქტივობებშიც.

2018 წელს საქართველოში გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16 დღიანი სამთავრობო კამპანიის თემას წარმოადგენს ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრა. 
გენდერული ძალადობის წინააღმდეგ 16-დღიანი კამპანია 1991 წლიდან მთელ მსოფლიოში აღინიშნება. კამპანია მიზნად ისახავს ქალთა მიმართ ძალადობის საკითხებზე საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებასა და ქალთა უფლებების ირგვლივ სამოქალაქო კონსოლიდაციის გაძლიერებას.

კამპანია 25 ნოემბერს - ქალთა მიმართ ძალადობის აღმოფხვრის საერთაშორისო დღეს დაიწყო და 10 დეკემბერს - ადამინის უფლებათა დაცვის საერთაშორისო დღეს სრულდება. გარდა ამისა 16 დღიანი პერიოდი მოიცავს უფლებადამცველ ქალთა საერთაშორისო დღეს (29 ნოემბერი), შიდსის წინააღმდეგ ბრძოლის მსოფლიო დღეს (1 დეკემბერი) და მონრეალში მომხდარი ტრაგედიის ხსოვნის დღეს (6 დეკემბერი).

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით