სიახლეები

სიახლეები

06 დეკემბერი, 2018

გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის

გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და შიდა ქართლის რეგიონის სხვა თვითმართველი ერთეულების თანამშრომლებმა მონაწილეობა მიიღეს სამუშაო შეხვედრებში, სადაც განიხილებოდა სახელმწიფო შიდა ფინანსური კონტროლის რეფორმასთან დაკავშირებული საკითხები.

3 - დან 5 დეკემბრის ჩათვლით, პროექტ ,,გამართული შიდა კონტროლის სისტემა ეფექტური თვითმმართველობისათვის’’ ფარგლებში, გორის მერთან კონსტანტინე თავზარაშვილთან და რეგიონის ყველა მუნიციპალიტეტის შიდა აუდიტორებთან გაიმართა როგორც ინფორმაციული, ასევე პრაქტიკული ხასიათის შეხვედრები.

შეხვედრების ორგანიზატორების განცხადებით, მნიშვნელოვანია გორის მუნიციპალიტეტის მერის აქტიური ჩართულობა უწყების შიდა აუდიტის ინსტიტუციური გაძლიერების პროცესში. აღნიშნული რეფორმა, რომლის მიზნია სახელმწიფო სექტორში საჯარო ფინანსების ეფექტური მართვისა და „კარგი მმართველობის პრინციპების“ დამკვიდრება, საქართველოში 2010 წლიდან ხორციელდება.

რეფორმის განხორციელება თვითმმართველობებში შიდა კონტროლის ისეთი სისტემის ჩამოყალიბებას შეუწყობს ხელს, რომელიც უზრუნველყოფს დაწესებულების გამართულ, მენეჯერულ ანგარიშვალდებულებაზე დაფუძნებულ ფუნქციონირებას და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივ, ეკონომიურ და ეფექტიან გამოყენებას.

რეფორმის მაკოორდინირებელ ორგანოს წარმოადგენს საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტი რომელიც უზრუნველყოფს როგორც შიდა აუდიტის, ისე ფინანსური მართვისა და კონტროლის სისტემის შეფასებასა და ჰარმონიზაციას. ცენტრი თანამშრომლობს ყველა საბიუჯეტო ორგანიზაციასთან, მათ შორის ქვეყნის მუნიციპალიტეტებთან. შეხვედრები იმართება სახელმწიფო შიდა კონტროლის დეპარტამენტის კოორდინირებით და UშAID პროექტის „დემოკრატიული მმართველობის ინიციატივა (GGI) საქართველოში“ მხარდაჭერით.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით