სიახლეები

სიახლეები

05 დეკემბერი, 2018

რევაზ მიშველაძე გორს სტუმრობდა

ქართველ მწერალსა და ნოველისტს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, მწერლები და მისი შემოქმედების გორელი თაყვანისმცემლები შეხვდნენ.

საღამოს, რომელიც მწერალთა კავშირის შიდა ქართლის, ცხინვალისა და ახალგორის რეგიონალური განყოფილების ორგანიზებით მოეწყო, ა(ა)იპმა გორის მუნიციპალიტეტის კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტომ უმასპინძლა.

რევაზ მიშველაძეს სხვადასხვა დროს მიღებული აქვს შოთა რუსთაველის, ილია ჭავჭავაძის, აკაკი წერეთლის, დავით კლდიაშვილის, ნიკო ლორთქიფანიძის, მემედ აბაშიძისა და სხვა პრემიები.

მწერალი არის „ღირსების ორდენის“ და „ივანე ჯავახიშვილის მედლის“ კავალერი. მინიჭებული აქვს „ქართული კულტურის ამაგდარისა“ და „ქართული პროზის რაინდის“წოდებები.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით