გორის მერმა და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებმა შშმ პირების საერთაშორისო დღე „კეთილდღეობისა და განვითარების ცენტრის“ ბენეფიციარებთან ერთად აღნიშნეს.
„შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირებს ვუსურვებ წარმატებებსა და კეთილდღეობას. თითოეული ჩვენგანის ვალია ხელი შეუწყოთ მათ, რომ შეძლონ სრულყოფილი და დამოუკიდებელი ცხოვრება.” - აღნიშნა კონსტანტინე თავზარაშვილმა.
გორის მერია 70 000 - მდელარით აფინანსებს „კეთილდღეობისა და განვითრების ცენტრს“, რომელიც სხვადასხვა სახის მომსახურეობას სთავაზობს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებს. მიმდინარე წელს, აღნიშნული ორგანიზაციის ბენეფიციარებმა მერიის ფინასური მხარდაჭერით, ტიხრული მინანქრის შემსწავლელი და სამკურნალო - სარეაბილიტაციო კურსიც გაიარეს საზღვაო კურორტზე. შშმ პირები ასევე სარგებლობენ მუნიციპალიტეტის სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით, რომლის ფარგლებშიც უფინანსდებათ სარებილიტაციო კურსი და მედიკამენტოზური მკურნალობა. ამასთან ერთად, ადგილობრივი ხელისუფლება ეტაპობრივად უზრუნველყოფს მათ დამხმარე მოწყობილობებით (ეტლებით). ყველა ინფრასტრუქტურული პროექტი, რომელსაც გორის მერია ახორციელებს, ითვალისწინებს შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საჭიროებებს. აღსანიშნავია, რომ გორის მუნიციპალიტეტსა და მის დაქვემდებარებულ ორგანიზაციებში 6 შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირია დასაქმებული.
3 დეკემბერს, შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების საერთაშორისო დღე 1992 წელს გაეროს მიერ დაარსდა.