
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

26 ნოემბერი, 2018
გორის ამპუტანტთა გუნდმა საქართველოს ჩემპიონატზე მეორე საპრიზო ადგილი დაიკავა.
გუნდს საპრიზო ადგილის მოპოვება გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და გუნდის გულშემატკივრებმა მიულოცეს.
გამარჯვების ნიშნად, გუნდმა გორში სიმბოლური მატჩიც გამართა. მატჩის დასრულების შემდეგ, გუნდის ახალმა სპონსორებმა ფეხბურთელებს სიმბოლური საჩუქრები გადასცეს და და სამომავლოდ საზღვრებს გარეთ ასპარეზობა უსურვეს.
გორის მუნიციპალიტეტის მერია გორის ამპუტანტ ფეხბურთელთა გუნდის ყოველწლიურად 65 000 ლარით აფინანსებს.