
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

21 ნოემბერი, 2018
გორში საცურაო აუზი გაიხსნა, რომელიც ბავშვებს მოემსახურება. „აქვა ბეიბის“ გახსნას გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და მისი მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი დაესწრო.
„ძალიან მიხარია, რომ ჩვენს ქალაქში ასეთი მაღალი დონის საბავშვო საცურაო აუზი გაიხსნა. ეს ჩვენს პატარებს ნამდვილად ძალიან სჭირდებოდათ. მადლობას ვუხდი ინვესტორს, ვინც ამ საქმეში ინვესტიცია ჩადო, როგორც ვიცი ობიექტზე 15 ადამიანი უკვე დასაქმდა და ესეც საკმაოდ მნიშვნელოვანია. გილოცავთ და წარმატებებს გისურვებთ.“ კონსტანტინე თავზარაშვილი.
აუზი, რომელიც თბილისის ქუჩაზე მდებარეობს 2 დან 15 წლამდე ბავშვებზეა გათვლილი, მოწყობილია ორი, სხვადასხვა ასაკზე ორიენტირებული, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი აუზი. ბავშვებს ცურვას გამოცდილი ტრენერები შეასწავლიან. „აქვა ბეიბი“ სამომავლოდ გაფართოებას და სხვადასხვა მომსახურების შეთავაზებას გეგმავს.