სიახლეები

სიახლეები

09 ნოემბერი, 2018

იაპონიის ელჩი გორის მერს და სტუდენტებს შეხვდა

იაპონიის სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ტადაჰარუ უეჰარა იაპონური კულტურის დღეების ფარგლებში გორში იმყოფებოდა. იაპონიის ელჩი გორის მერს კონსტანტინე თავზარაშვილს და მოადგილეს ეკატერინე სუხიშვილს შეხვდა.

შეხვედრაზე იაპონიის ელჩმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა იაპონური კულტურის დღეების ფარგლებში დადგეგმილი ღონისძიებების დეტალებსა და სამომავლო ურთიერთობებზე ისაუბრეს.

გორის მერთან შეხვედრის შემდეგ, იაპონიის ელჩმა გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტებისთვის საჯარო ლექცია „Japanese culture and traditional values of Japanese enterprise“ - გამართა. ლექცია იაპონურ ტრადიციებს, კულტურასა და იაპონური ბიზნესის წარმოებას ეხებოდა, ლექცია კითხვა-პასუხის რეჟიმში გაგრძელდა . სტუდენტებმა გაცვლითი პროგრამებისა და იაპონიის საელჩოს ბაზაზე არსებული სტუდენტთა დაფინანსებების შესახებაც მიიღეს ინფორმაცია.

იაპონიიის საელჩოს ინიციატივითა და გორის მუნციიპალიტეტის მერიის მხარდაჭრით, გორში, იაპონური კულტურის დღეების ფარგლებში გორში 14 და 17 ნომბერს დაგეგმილია კულტურული ღონისძიებები სხვადასხვა მიმართულებით.

14 ნოემბერს, 12:00 საათზე სოფელ ხელთუბნის საჯარო სკოლაში ქაღალდის ხელოვნების - იაპონური ორიგამის მასტერკლასი გაიმართება. 15:00 და 16:00 სთ-ზე, ბავშვთა და ახალგაზრდობის ცენტრში ( სუხიშვილი N20) დაგეგმილია იაპონური სამზარეულოს ტრადიციული კერძის - სუშის ვორკშოპის ჩატარება, მონაწილეებს შესაძლებლობა ექნებათ დეტალურად შეისწავლონ სუშის მომზადების მთავარი წესები. 17 ნოემბერს, გორის კულტურის ცენტრში (მშვიდობისN 12/ა) გაიმართება იაპონური ფილმების „ რომაული აბანოების“ (12:00სთ) და „მზარეული სამურაის საგა- ნამდვილი სიყვარულის ამბავი“ (14:00სთ) ჩვენება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით