სიახლეები

სიახლეები

05 ნოემბერი, 2018

ზერტის საბავშვო ბაღში სააღმზრდელო პროცესი განახლდა

„2018 წელს გორის მუნიციპალიტეტში სამი საბავშვო ბაღი გაიხსნა, ორმა კი ფუნქციონირება ალტერნატიულ ფართში განაახლა. მეჯვრისხევის მსგავსად, ზერტის საბავშვო ბაღიც მუშაობას ალტერნატიულ ფართში აგრძელებს. ორივე სოფლის ბაღის შენობა ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით დემონტაჟს ექვემდებარება, რის გამოც ზერტში ერთი წელით, ხოლო მეჯვრისხევში რამდენიმე თვით შეწყვეტილი იყო სასწავლო პროცესი. ახალი საბავშვო ბაღის მშენებლობა იგეგმება ორივე სოფელში. გორის მერია შესაძლებლობებიდან გამომდინარე ყველაფერს აკეთებს იმისთვის, რომ მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ყველა პატარას ჰქონდეს ხარისხიანი სკოლამდელი განათლების ხელმისაწვდომობა.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.

ახალი საბავშვო ბაღი მეჯვრისხევსა და მეღვრეკისში 2019 წელს, ხოლო ზერტში 2020 წელს აშენდება. ქვახვრელში კი მალე დასრულდება იმ შენობის სარეკონსტრუქციო - სარეაბილიტაციო სამუშაოები, რომელშიც საბავშვო ბაღი უნდა განთავსდეს. მიმდინარე წელს საბავშვო ბაღები გაიხსნა ტინისხიდში, ქვემო ხვითსა და ფხვენისში, სადაც ამ ეტაპზე ჯამში 156 აღსაზრდელი ირიცხება.

სამივე სოფელში ბაღები რამდენიმე ათეული წლის განმავლობაში არ ფუნქციონირებდა. სააღმზრდელო დაწესებულებების რეაბილიტაცია ადგილობრივი ბიუჯეტის დაფინანსებით განხორციელდა. პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება ქალაქ გორის და მეზობელი სოფლების სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ. ამჟამად, გორის მუნიციპალიტეტის 62 საბავშვო ბაღში 6000 - მდე აღსაზრდელი იღებს სკოლამდელ განათლებას. #სკოლამდელიგანათლებისხელშეწყობა

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით