სიახლეები

სიახლეები

04 ნოემბერი, 2018

იაკობობა 2018

ვარიანში იაკობ გოგებაშვილის დაბადებიდან 178 წლის იუბილე სხვადასხვა სახის ღონისძიებებით აღინიშნა. მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე შეკრებილ მოსახლეობას დღესასწაული გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა და გორის საგანმანათლებლო რესურსცენტრის ხელმძღვანელმა ნანა ტერმაკოზაშვილმა მიულოცეს. სოფლის ცენტრში წარმოდგენილი იყო საჯარო სკოლების კუთხეები, უწყვეტად მიმდინარეობდა კონცერტი მოსწავლეებისა და ადგილობრივი შემოქმედებითი ჯგუფების მონაწილეობით.

მთელი დღის განმავლობაში დამთვარიელებლებს მუზეუმი, ხოლო პატარებს ატრაქციონები უფასოდ ემსახურებოდა. ღონისძიებები გორის მერიის მხარდაჭერით, ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოსა და გორის საგანმანათლებლო რესურცენტრის ორგანიზებით გაიმართება. იაკობობა გორში 25 ოქტომბერს მომხდარი საზარელი ტრაგედის გამო გადაიდო, რომელიც 9 წლის გოგონას მკვლელობას უკავშირდება. დღესასწაული ყოველ წელს, ტრადიციულად, 27 ოქტომბერს აღინიშნება. დედა ენის ავტორი, მეცნიერული პედაგოგიკის ფუძემდებელი საქართველოში, პუბლიცისტი და საბავშვო მწერალი იაკობ გოგებაშვილი ვარიანში 1840 წელს დაიბადა.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით