
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

25 ოქტომბერი, 2018
გორელ ფალავანს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი და გორის მუნიციპალიტეტის თავმჯდომარე დავით რაზმაძე სპორტსმენის ოჯახის წევრებთან და გულშემატკივრებთან ერთად დახვდნენ.
მძიმე წონიანმა ქართველმა გოლიათმა ბუდაპეშტიდან ოქროს მედალი ჩამოიტანა. გენო პეტრიაშვილმა ჩემპიონის ტიტული მსოფლიო პირველობაზე ზედიზედ მეორედ მოიპოვა.
მსოფლიო ჩემპიონმა ფინალურ შეხვედრაში, ჩინელ - ჟიუეი დენგთან, უპირატესობა თავიდანვე მოპივა და პირველი პერიოდი 2:0 მოიგო. მეორის სტარტზე 24 წლის გორელმა ფალავანმა უპირატესობა, ნელ-ნელა მეთოდურად გაზარდა და სბოლოოდ 6:0 გაიმარჯვა.