
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

24 ოქტომბერი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი ჩინეთის დელეგაციის წევრებს შეხვდა.
შანსის პროვინციის წარმომადგენლებმა სამომავლო თანამრომლობაზე ისაუბრეს.
შეხვედრაზე საუბარი შეეხო ორ ქვეყანას შორის არსებულ ურთიერთობებსა და თანამშრომლობის პერსპექტივებზე, ასევე გორის მუნიციპალიტეტში არსებულ ტურისტულ ადგილებსა და ტურიზმის განვითარებაზე.
„ჩვენ დღეს ჩინეთის დელეგაცია გვსტუმრობს, რაც ძალიან მნიშვნელოვანია. გორის მერიის ერთ - ერთი პრიორიტეტი სწორედ ტურიზმის განვითარება და ხელშეწყობაა. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ ტურისტული ინფრასტრუქტურა მოვაწესრიგოთ და შევქმნათ ისეთი პირობები, რომ მუნიციპალიტეტში ტურისტების რაოდენობა კიდევ უფრო გაიზარდოს. ვცდილობთ, რომ ტურისტებისთვის გორი და ჩვენი სოფლები იყოს მიმზიდველი და საინტერესო. ეს ყველაფერი კი ჩვენს ეკონომიკურ განვითარებაზე აისახება“. - გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი.