
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 ოქტომბერი, 2018
სუხიშვილის ქუჩაზე სასტუმრო ,,ლაქის’’ გახსნის ცერემონიას ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები, სასულიერო პირები, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის ხელმძღვანელი გიორგი ჩოგოვაძე და მოქალაქეები ესწრებოდნენ.
სასტუმრო თხუთმეტზე მეტი ადამიანის დასაქმებას შეძლებს. 19 ნომერი, რომლებიც აღჭურვილია თანამედროვე ტექნოლოგიებით, გათვლილია 50 სტუმარზე. სასტუმროს შენობა ადაპტირებულია და უზრუნველყოფილია 50 კაციანი საკონფერენციო დარბაზით.
გორს უკვე შუძლია ერთ ღამეში 400-მდე, როგორც ქართველი ასევე უცხოელი სტუმრის მიღება.
აღსანიშნავია, რომ ობიექტი, რომელიც მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითარებას შეუწყობს ხელს, სახელმწიფო პროგრამის ,,აწარმოე საქართველოს“ ფარგლებში აშენდა.