
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 ოქტომბერი, 2018
„დღევანდელ დღეს ვულოცავ თითოეულ ვეტერანს. დასაფასებელია მათი ღვაწლი და თავდადება ჩვენი ქვეყნის წინაშე. ისინი ხელისუფლებისგან განსაკუთრებულ ზრუნვას იმსახურებენ. გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე რეგისტირებული ვეტერანები (შშმ პირები) წლის განმავლობაში ადგილობრივი ბიუჯეტიდან დახმარების სახით 600 ლარს იღებენ. გარდა ამისა, წელს მერიამ დააფინანსა მათი სარეაბილიტაციო კურსიც საზღვაო კურორტზე. ვეტერანებს შეუძლიათ ასევე, სოციალური პროგრამის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული შეღავათებით სარგებლობა. ვმუშაობთ, რომ მათ მომავალში მუნიციპალიტეტისგან კიდევ უფრო გაუმჯობესებული სერვისები მიიღონ.“ - გორის მერი.
კონსტანტინე თავზარაშვილი დღეს გორის მუნიციპალიტეტში მცხოვრებ ვეტერანებს გორის მერიის ადმინისტრაციული შენობის სააქტო დარბაზში შეხვდა და დღევანდელი დღე მიულოცა.
შეხვედრის დასრულების შემდეგ, გორის მერმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმთან ერთად გვირგვინებით შეამკო დიდების მუზეუმთან არსებული სამშობლოსთვის დაღუპულ გმირთა მემორიალი და პატივი მიაგო მათ ხსოვნას.
დღესვე, ვეტერანების მონაწილეობით გაიმართა ფეხბურთის ტურნირიც, სადაც ერთმანეთს გორისა და ხაშურის გუნდები შეხვდნენ.
ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის ინიციატივით 17 ოქტომბერს „ვეტერანების დღე“ 2014 წელს დაარსდა. 1995 წლის 17 ოქტომბერს საქართველოს პარლამენტმა მიიღო კანონი „ომისა და სამხედრო ძალების ვეტერანების შესახებ“.