გორის მუნიციპალიტეტის მერიის მხრიდან, ადგილობრივი ბიუჯეტიდან გამოყოფილი გარკვეული თანხები, ადგილობრივი მოსახლეობის ინიციატივების შესაბამისად, საშუალებას მისცემს მუნიციპალიტეტის მაცხოვრებლებს განახორციელონ მათთვის მნიშვნელოვანი პროექტები (ინფრასტრუქტურული, ახალგაზრდული, საგანმანათლებლო, ან კულტურული, სოციალური, სპორტული და სხვ.), ანუ თავად დაგეგმონ პროექტები მომავალი წლის ბიუჯეტში და თვალყური ადევნონ მის განვითარებას.
სამოქალაქო ბიუჯეტი – არის პროცესი, რომელიც საზოგადოებას საშუალებას აძლევს მონაწილეობა მიიღოს მუნიციპალიტეტის ბიუჯეტის დაგეგმვაში.
სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭოს მიერ მოწონებული და შემდეგ წარმომადგენლობითი საბჭოს (ადგილებზე შეკრებილი მოსახლეობის ) მიერ შერჩეულ საპროექტო ინიციატივებს მერის წარმომადგენლები ადმინისტრაციულ ერთეულებში გადაუგზავნიან გორის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის ბიუჯეტში თანხების ასახვის მოთხოვნის მიზნით.
ადმინისტრაციული ერთეულების მიხედვით „წარმომადგენლობითმა საბჭომ“ გადაწყვიტა შემდეგი საპროექტო ინიციატივები:
1. ცენტრალური დასახლების 1–ლი და მე–2 უბნის ადმინისტრაციული ერთეული – საფეხმავლო ბილიკის რეაბილიტაცია, აღმაშენებლის ქ #44–დან ზევით
2. კომბინატის დასახლების 1–ლი და მე–2 უბნის ადმინისტრაციული ერთეული – "ბავშვები მომავლისთვის", მშვიდობის 27–სა და 29 კორპუსებს შორის საბავშვო სკვერი, სავარჯიშო ტრენაჟორები, გორგასალის #5–სა და გორგასალის #6–ს შორის, სავარჯიშო ტრენაჟორები, შინდისის გზ #24–ის ბინის მიმდებარეს სავარჯიშო ტრენაჟორები.
3. ჭალა-წყაროსუბნის დასახლება და სადგური–ელექტროფიკაციის დასახლების ადმინისტრაციული ერთეული – ფანჩატური "მაკარა" ზუბალაშვილების ქ #62 მიმდ, დასასვენებელი კეთილმოწყობილი სკვერი, სკ 66.45.31.313/რაგბის სტადიონთან.
4. წმინდაწყალის დასახლების 1–ლი და მე–2 (ვოლოგდის) უბნის ადმინისტრაციული ერთეული – საბავშვო სკვერი "ცისარტყელა", ყიფიანის 52-ის მიმდებარედ #4 საბავშვო ბაღის ეზო. პროექტი „ნათება" განათების 4 ბოძი და ცხაურის გადაფარვა ტყვიავის ქ მიმდებარედ მაღაზია "დეილის" უკან. საბავშვო მოედანი და დასასვენებლი სკვერი, მუსხელიშვილის ქუჩა.
5. ვერხვებისა და კვერნაქის დასახლების ადმინისტრაციული ერთეული – თბილისის გზ 2 კლ #1 კორპუსის სავალი გზის რეაბილიტაცია , მოასფალტება. ბავშვთა გასართობი ადგილი. ძმ რომელაშვილების #3. ღამბარაულის ქ, ყოფილი რძის ქარხნის ტერიოტირია, სკვერის გვერდით ტრენაჟორების მოწყობა.
6. ვერხვების დევნილთა დასახლების ადმინისტრაციული ერთეული – კალათბურთის მოედანი "სპორტი ჯანმრთელობაა". მინი სტადიონთან სკვერის მოწყობა, სკ 66.54.22.741 მიმდებარედ.
7. ბერბუკის ადმინისტრაციიული ერთეული – სოფელ სვენეთში გარე განათების გაუმჯობესება – "განათებული სოფელი", "სუფთა სოფელი"– სანიაღვრე არხის ბეტონის ღარებით მოწყობა ამბულატორიის მიმდებარე ტერიტორიაზე სოფელ ხელთუბანში, "სუფთა და დაცული სასაფლაო"– სოფელ რეხაში სასაფლაო ტერიტორიის შემოღობვა.
8. კარალეთის ადმინისტრაციული ერთეული – სპორტული მოედნისა და ბავშვთა გასართობი ცენტრის მოწყობა. კარალეთის #1 საჯარო სკოლასთან მიმდებარე ტერიტორია(ყოფილი ფეხბურთის მოედანი), სოფელ პატარა გარეჯვარში საბავშვო ბაღის ეზოს მოწყობა.
9. შავშვების ადმინისტრაციული ერთეული – ფეხბურთის სტადიონის რეაბილიტაცია სოფელ ნადარბაზევში, შავშვების დევნილთა დასახლებაში სპორტ დარბაზის ინვენტარის შეძენა, ბუნებრივი სასმელი წყლის მაგისტრალის რეაბილიტაცია სოფელ ხურვალეთში, სოფ პატარა ხურვალეთის სპორტული მოედნის შემოღობვა/მოწყობა, სასაფლაოს შემოღობვა სოფელ ხურვალეთში, სოფელ შავშვებში რიტუალების სახლის გადაკეთება სპორტ დარბაზად, კერძოდ ინვენტარის შეძენა, სოფელ ქვემო შავშვებში გარე განათების მოწყობა, სოფელ წითელუბანში გარე განათების მოწყობა, სოფელ ნაწრეტში გარე განათების დასრულება.
10. მეჯვრისხევის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ზერტში გარე განათების დასრულება, სოფელ მეჯვრისხევში მინი სტადიონის შემოღობვა/მოწყობა მწვანე საფარის გარეშე, სოფელ კვარხეთში მინი სტადიონის მოწყობა მწვანე საფარის გარეშე, მეჯვრისხევში ქართული საჭიდაო არენის გარე კონტრუქციის რესტავრაცია.
11. მერეთის ადმინისტრაციული ერთეული – ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გარე განათება.
12. სკრის ადმინისტრაციული ერთეული – "ერთობლივი ძალისხმევა უკეთესი მომავლისათვის"– სკრაში მდებარე კომპლექსური სპორტული სკოლის ეზოს შემოღობვა/მოწყობა, სკრისა ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გარე განათების დასრულება.
13. ტირძნისის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ტირძნისი, სოფელი ბროწლეთი, სოფელი მეღვრიკისი, სოფელი თერგვისი გარე განათება, სოფელ ერგნეთში ერგნეთის რიტუალების სახლის კეთილმოწყობა (მოსახლეობის მხარდაჭერა პროექტის განხორციელების სამუშაოებში ).
14. დიცის ადმინისტრაციული ერთეული – დიცის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გარე განათება.
15. ტინისხიდის ადმინისტრაციული ერთეული – ტინისხიდის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გარე განათება.
16. ვარიანის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ არაშენდაში ბავშვთა გასართობი სკვერის მოწყობა, სოფელ საქაშეთში სასაფლაოს შემოღობვა, სოფელ საქაშეთის დევნილთა დასახლებაში მცირე ზომის გასართობი სკვერის მოწყობა, სოფელ ვარიანში ცენტრალური გზის განათება, სოფელ ვარიანის მეურნეობაში საბავშვო ბაღის მიმდებარე ტერიტორიის კეთილმოწყობა, სოფელ ახალდაბაში გორი–ვარიანი–ცხინვალის გზტ გარე განათება.
17. ქვახვრელის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ქვახვრელში 345/300 მეტრიანი საუბნო არხის ბეტონის ფილებით მოწყობა და "ჯანსაღი ახალგაზრდობა" – ჭიდაობის დარბაზში გასახდელის, სველი წერტილების და საკანალიზაციო ორმოს რეაბილიტაცია, სოფელ უფლისციხეში სკვერის მოწყობა.
18. შინდისის ადმინისტრაციული ერთეული – გარე განათება სოფელ შინდისსა და ფხვენისში, სოფელ ქვემო ხვითში არსებული სტადიონის რეაბილიტაცია, არსებული სპორტული მოედნის შემოღობვა, ზედაპირის მოსწორება და ბადეებით აღჭურვა სოფელ ყელქცეულში.
19. ძევერის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ქიწნისში გარე განათების დასრულება, სოფელ ქიწნისში (დასახლება) ღია ტიპის ფრენბურთის მოედნის მოწყობა, სოფელ შერთულში საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, სასმელი წყლის მილების გაყვანა, სოფელ ძევერაში სოფლის საუბნო გზების განათება, სოფელ სათემოში საბავშვო ბაღის ეზოს შემოღობვა,
20. ზეღდულეთის ადმინისტრაციული ერთეული – "პირველი მერცხალი"– მინი სტადიონი და საჭიდაო არენა. ზეღდულეთის სპორტული მოედნის ტერიტორია.
21. ახალუბნის ადმინისტრაციული ერთეული – დასასვენებელი სკვერი სოფელ ქვემო არცევში, გარე განათება სოფელ ჯარიაშენში, ახრისში, მუმლაანთკარში, ქვეშში, ახალუბანში, ციცაგიანთკარში, სოფელ აძვში სარწყავი სანიაღვრე არხის მოწყობა.
22. ატენის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ატენში სარწყავი სისტემის აღდგენა/რეაბილიტაცია, სპორტ დარბაზის რეაბილიტაცია ატენის კლუბის შენობაში და "ცეროდენა"– საბავშვო ბაღის ეზოს კეთილმოწყობა, გარე განათება მოწყობა სოფელ ოლობში და ზედაქსოვრისში, გარე განათების დასრულება სოფელ ატენში, წედისში, ბნავისში.
23. ნიქოზის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ზემო ნიქოზში არსებული მინის პორტული მოედნის რეაბილიტაცია, სოფელ ნიქოზში "მერცხლები" – ნიქოზის საბავშვო ბაღის გაფართოება, კერძოდ ერთი ჯგუფის დამატება და ფართის გადიდება.
24. მღებრიანის ადმინისტრაციული ერთეული – "სინათლე მთაში" ძლიერი მზის პანელების შეძენა და ქარის გენერატორები, გზების რეაბილიტაცია.
25. ბოშურის ადმინისტრაციული ერთეული – ბოშურის ადმინისტრაციულ ერთეულში შემავალი სოფლების გარე განათება.
26. საყავრეს ადმინისტრაციული ერთეული – სოფელი ფიცესი სასმელი წყლის ავზი15–20ტ დამონტაჟება მილებითურთ, სოფელ საყავრეში 10კმ –ზე კლდე ღორღის დაყრა, სოფელ წითელწყაროში "უსაფრთხო გზა" – 100 მეტრიან მონაკვეთზე კლდის მოშლა და გზის გაწმენდვა.
27. ტყვიავის ადმინისტრაციული ერთეული – სოფელ ფლავისმანში დასასვენებელი სკვერის მოწყობა, სოფელ მარანაში მინი სტადიონის და სკვერის შემოღობვა, სოფელ ტყვიავში არსებული ნიკო კეცხოველის სკვერის შემოღობვა, ფრენბურთის სტადიონის მოწყობა, სოფელ ფლავში სასაზღვრო ზოლთან სასაფლაოზე ტირიფონის არხზე საფეხმავლო ხიდის და წყაროს გაკეთება, სასაფლაოს კედლის შეკეთება და ჭიშკრის აღდგენა.
28. ხიდისთავის ადმინისტრაციული ერთეული – სპორტული მოედანის მოწყობა.
წელს სამოქალაქო ბიუჯეტის პროექტის ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტში მოსახლეობის მხრიდან სულ შემოვიდა 167 საპროექტი ინიციატივა, რომლებიც სამოქალაქო ბიუჯეტის საბჭომ განიხილა.