სიახლეები

სიახლეები

15 ოქტომბერი, 2018

ერთად გავურთხილდეთ ჩვენს ქალაქს!

ასე გამოიყურება მინი სპორტული მოედნის დამხმარე ნაგებობა წმინდაწყლის დასახლებაში. მისი რეაბილიტაცია სულ რაღაც 5 თვის წინ განხორციელდა. 

კიდევ ერთხელ, მოგმართავთ თხოვნით, თითოეულმა ჩვენგანმა გავაცნობიეროთ სამოქალაქო პასუხისმგებლობა ჩვენი საცხოვრებელი გარემოსა და თანამოქალქეების მიმართ. ნუ გვექნება საერთო სარგებლობის სხვადასხვა სახის ობიექტების მიმართ ინდიფერენტული დამოკიდებულება.

მიუხედავად იმისა, რომ გორის მერიამ აღნიშნული თხოვნით რამდენიმე თვის წინაც მიმართა საზოგადოებას, სამწუხაროდ კვლავ ასეთი რელობის წინაშე ვართ. 

მე-5 სკოლის გვერდით არსებული სპორტული მოედანი, ერთ-ერთია იმ ათს შორის, რომელიც მსოფიო ბანკის ფინანსური მხარდაჭერით 2017 წელს მოეწყო. სამუშაოების ღირებულებამ 1 300 000 ლარი შეადგინა.

 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით