
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

09 ოქტომბერი, 2018
ტინისხიდის საბავშვო ბაღში სასწავლო წელი 1 ოქტომბერს დაიწყო.
ახლადგახსნილ, ორ ჯგუფიან სააღმზრდელო დაწესებულებაში 60 აღსაზრდელი ირიცხება.
სოფელში 40 წლის განმავლობაში საბავშვო ბაღი არ ფუნქციონირებდა. ტინისხიდელ პატარებს სკოლამდელი განათლების მიღება გორის სააღმზრდელო დაწესებულებებში უწევდათ. იქიდან გამომდინარე, რომ ტრანსპორტირება გარკვეულ ხარჯებთან იყო დაკავშირებული, ოჯახების ნაწილი უსახსრობის გამო ვერ ახერხებდა შვილების სკოლამდელი განათლებით უზრუნველყოფას.
საბავშვო ბაღი გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან ერთად გახსნა.
„საბავშვო ბაღი მნიშვნელოვან როლს თამაშობს ბავშვის აღზრდის პროცესში. იმ უნარებს, რომლებსაც პატარა სააღმზრდელო დაწესებულებაში იძენს, აუცილებელია მისი განვითარებისთვის. დღეს საბავშვო ბაღს სათამაშოებიც გადავეცით. ტინისხიდის სააღმზრდელო დაწესებულებას ვუსურვებ აღეზარდოს ბევრი წარმატებული ადამიანი.“ –სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს დირექტორი ლია კოვზიაშვილი.
გარდა ტინისხიდისა, მიმდინარე წელს საბავშვო ბაღი ფხვენისსა და ქვემო ხვითშიც გაიხსნა.