
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

00 , 0000
„გორის მერია მუნიციპალურ ორგანიზაციებთან ერთად, საჭირო სისხლის მარაგის შექმნის მიზნით, მსგავს აქციებში ეტაპობრივად იღებს მონაწილეობას. თითოეული ჩვენგანის მიერ გაცემულმა სისხლმა შეიძლება სამი ადამიანის სიცოცხლე იხსნას.“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა სისხლის გადასხმის საქველმოქმედო აქციაში მონაწილეობისას, რომელიც ამ წუთებში გორის მერიის ადმინისტრაციულ შენობაში მიმდინარეობს.
დღის ბოლომდე, ნებისმიერ მსურველს შეუძლია ღონიძიებაში ჩაერთოს და უნგაროდ გაიღოს სისხლი იმ ადამინებისთვის, რომლებსაც დახმარება სჭირდებათ.
აქციას, რომელშიც უკვე რამდენიმე ათეულმა ადამიანმა მიიღო მონაწილეობა, ორგანიზაცია “სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” ატარებს.
“სისხლის გადასხმის საქალაქო სადგური” ერთ-ერთი წამყვანი სისხლის ბანკია საქართველოში, რომელიც დონორული სისხლისგან სისხლის კომპონენტების დამზადებასა და თბილისის კლინიკების სისხლით მომარაგებას უზრუნველყოფს.