სიახლეები

სიახლეები

05 ოქტომბერი, 2018

წარჩინებული მოსწავლეების დაჯილდოება

შიდა ქართლის 361 წარმატებული მოსწავლიდან, 206 გორის მუნიციპალიტეტიდანაა.

დაჯილდოების ცერემონია გორში გაიმართა.

კომპიუტერები მოსწავლეებს გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან და „საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს“ დირექტორის მოადგილესთან გიორგი შალუტაშვილთან ერთად გადასცა.

„მე ამაყი ვარ, რომ რეგიონის წარმატებული ახალგაზრდების უმრავლესობა გორის მუნიციპალიტეტის საჯარო სკოლის მოსწავლეა. თითოეულმა მათგანმა ზოგადი განათლების საბაზისო საფეხური წარჩინებით დაამთავრა. ყველას ვულოცავ და ვუსურვებ წარმატებას.“ - აღნიშნა გორის მერმა.

ღონისძიებას ესწრებოდნენ ადგილობრივი ხელისუფლების, ოთხივე მუნიციპალიტეტის საგანმანათლებლო რესურსცენტრების ხელმძღვანელები და ნიჭიერი მოსწავლეების ახლობლები.

დაჯილდოების ცერემონიას გორის კულტურის ცენტრმა უმასპინძლა.

პროექტის მიზანია მოსწავლეთა მოტივაციის ამაღლებისა და ინფორმაციულ-საკომუნიკაციო ტექნოლოგიებზე დაფუძნებული სწავლების მეთოდების გაძლიერების ხელშეწყობა. თანამედროვე ტექნოლოგიების ხელმისაწვდომობის გაზრდით, პროექტი ყველა ნიჭიერ მოზარდს სწავლის თანაბარ პირობებს უქმნის.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით