სიახლეები

სიახლეები

00 , 0000

გორის მერმა ღვაწლმოსილ მასწავლებლებს პროფესიული დღე მიულოცა

„მადლობას გიხდით თავდაუზოგავი, ხანგრძლივი და ნაყოფიერი პედაგოგიური საქმიანობისათვის. იყო მასწავლებელი - ეს ერთ-ერთი ყველაზე საპატიო, საპასუხისმგებლო პროფესიაა. თქვენ ხართ ღირსეული მაგალითი მომავალი თაოებებისთვის. კიდევ ერთხელ გიხდით მადლობას იმ ცოდნისთვის და შემოქმდებისთვის, რომელიც თითოეულ მოსწავლემდე მიგაქვთ . “ 
- ამ სიტყვებით მიულოცა ღვაწლომისლ მასწავლებლებს პროფესიული დღე გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

გორის მერიას დაქვემდებარებულ ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს განყოფილებებში მომუშავე ღვაწლომოსილი პედაგოგების დაჯილდოება გორის მუნიციპალიტეტის მერიაში გაიმართა.

მასწავლებლები გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა და ტურიზმის და კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმოამდგენლებმა სამადლობელი სიგელები და სიმბოლური საჩუქრები გადასცეს .

დღესვე, 17:00 საათზე გორის კულტურის ცენტრში მასწავლებლის დღისადმი მიძვნილი საზეიმო ღონისძიება გაიმართება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით