სიახლეები

სიახლეები

03 ოქტომბერი, 2018

კიდევ ერთი საბავშვო ბაგა - ბაღი გორის მუნიციპალიტეტში

ახალი საბავშვო ბაგა - ბაღი გაიხსნა სოფელ ქვემო ხვითშიც. სწავლას ბაღის აღსაზრდელები 1 ოქტომბრიდან შეუდგნენ. ორჯგუფიან ბაღში ამ დროისთვის 46 ბავშვი სწავლობს.

შენობა თანამედროვე სტანდარტების შესაბამისადაა აღჭურვილი. სააღმზრდელო დაწესებულება გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა, ბავშვებთან და ადგილობრივი ხელისუფლების სხვა წარმომადგენლებთან ერთად გახსნა. პატარებს სასწავლო წლის დაწყება ზღაპრის გმირებმა - მინი და მიკი მაუსმა, ანიმატორებთან ერთად მიულოცეს. ბავშვებმა მერიის სკოლამდელი აღზრდის სააგენტოსგან სათამაშოებიც მიიღეს.

„ძალიან მნიშვნელოვანი და ლამაზი დღე გვაქვს. ბავშვები ნამდვილად იმსახურებენ ისეთ პირობებს, როგორიც ამ ბაღშია შექმნილი. ვულოცავ პატარებს, მათ მშობლებს და პედაგოგებს. ეს ადამიანები ბაღის გახსნას 28 წელი ელოდებოდნენ. წარმატებები და ბედნიერი მომავალი ჰქონოდეთ.“ - გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილე ეკატერინე სუხიშვილი.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით