სიახლეები

სიახლეები

02 ოქტომბერი, 2018

შეხვედრა ქვახვრელის მოსახლეობასთან

სოფელში, სადაც უკვე განთავსდა ნაგვის ურნები, დამონტაჟდა ელექტროენერგიის ინდივიდუალური მრიცხველები, მოეწყო გარეგანათება, სასმელი წყლისა და ბუნებრივი აირის სისტემები, მოწესრიგდა შიდა საუბნო გზები, სარწყავი არხის 350 მეტრიანი მონაკვეთის რეაბილიტაცის შედეგად მოიხსნა გასარწყავიანების პრობლემა, ხელისუფლების წარმომადგენლების იმყოფებოდნენ.

გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, საკრებულოს თავმჯდომარესთან დავით რაზმაძესთან და შიდა ქართლის გუბერნატორთან გიორგი ხოჯევანიშვილთან ერთად ქვახვრელის მოსახლეობას შეხვდა.

მოსახლეობის ნაწილი ხელისუფლების წარმომადგენლებთან შეხვედრისას სოფლის ერთ უბანში გარეგანათების მოწყობას ითხოვდა.

გორის მერის განცხადებით, უახლოეს მომავალში გარეგანათების გარეშე დარჩენილი სოფლის ეს ერთი უბანიც განათდება და ქვახვრელში მცხოვრები 670 - მდე ოჯახი პირველად მიიღებს ბუნებრივ აირს.

ხელისუფლების წარმომადგენლებმა სოფლის სკოლაც დაათვალიერეს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით