სიახლეები

სიახლეები

01 ოქტომბერი, 2018

ფხვენისში საბავშვო ბაღი გაიხსნა

27 წლიანი ლოდინის შემდეგ, ფხვენისში საბავშვო ბაგა- ბაღი გაიხსნა. ადგილობრივები წლების განმავლობაში ითხოვდნენ ბაღის გახსნას და დღეიდან მათ ეს პრობლემა აღარ შეაწუხებთ.

„დღევანდელ დღეს ვულოცავ ამ არაჩვეულებრივ  პატარებს, მათ მშობლებს,   პედაგოგებსა და სოფლის მოსახლეობას. მიმაჩნია, რომ თითოეულ ბავშვს უნდა ჰქონდეს ხელმისაწვდომი და ხარისხიანი სკოლამდელი აღზრდისა და განათლების შესაძლებლობა. პირველი 6 წელი ბავშვის განვითარების ყველაზე მნიშვნელოვანი ეტაპია. 6 წლამდე ბავშვს  სათანადო სააღმზრდელო გარემო, მიღებული ცოდნა და გამოცდილება ეხმარება განათლების მომდევნო საფეხურების წარმატებით გადალახვაში.“ - აღნიშნა გორის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა.

სააღმზრდელო დაწესებულება ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა გახსნეს. გორის მუნიციპალიტეტის ა(ა)იპ სკოლამდელი აღზრდის სააგენტოს ხელმძღვანელმა ლია კოვზიაშვილმა ბაღს საჩუქრად სათამაშოები გადასცა.

პატარებს საბავშვო ბაღის გახსნა ანიმატორებმა და ზღაპრის გმირებმა მიულოცეს.

ამ ეტაპზე, ახლადგახსნილ სააღმზრდელო დაწესებულებაში 2 ჯგუფი ფუნქციონირებს და 50 ბავშვი ირიცხება.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით