სიახლეები

სიახლეები

30 სექტემბერი, 2018

ევროპის კვირეულის ფარგლებში გორში გარბენი გაიმართა

გორის მერიისა და ევროკავშირის სადამკვირვებლო მისის გორის ოფისის ორგანიზებით გამართულ გარბენში 300-მდე ადამიანმა მიიღო მონაწილეობა. მათ შორის იყვნენ ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები.

გარბენის გამარჯვებული გიორგი ცოტნიაშვილი გახდა. მან პირველმა დაფარა 5 კილომეტრიანი მონაკვეთი . გამოვლინდნენ ასევე, მეორე და მესამე ადგილების მფლობელი მონაწილეები. სამივე გამარჯვებულს საჩუქრად ფულადი თანხა და თასები გადაეცათ.

ღონისძიება, რომელიც ევროპის კვირეულის ფარგლებში ჩატარდა, გენდერული თანასწორობის, ქალების უფლებებისა და მათი უსაფრთხოების უზრუნველყოფას ისახავდა მიზნად.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით