სიახლეები

სიახლეები

27 სექტემბერი, 2018

სახლახო დღესასწაული "გორის დღე" 30 სექტემბერს გაიმართება

სახალხო დღესასწაული 13:00 საათზე დაიწყება. დილიდან ღვთისმშობლის შობის საკათედრო ტაძარში დაბრძანებული იქნება ოქონის ხატი. ყურძნის დაწურვა, ჩურჩხელების ამოვლება, აგროფესტივალი, რომლის ფარგლებშიც მოხდება შიდა ქართლში დაყენებული ღვინოების, თაფლის, ყველის, ჩირების, ყვავილების გამოფენა - გაყიდვა.

ხალხური რეწვის ოსტატებისა, მხატვრების, ტატულაშვილის ორსაუკუნოვანი კერამიკის ნამუშევრების, მუზეუმების გამოფენები - ეს ის არასრული ჩამონათვალია, რაც „გორის დღეს“ მოსახლეობას ელოდება. გორის სახალხო დღესასწაული 30 სექტემბერს გაიმართება. ღონისძიებები სამ ლოკაციაზე გაიშლება. ძირითადად დაიტვირთება კირიონ II - ის ქუჩა, შადრევანისა და ღვთისმშობლის შობის სახელობის ტაძრის მიმდებარე ტერიტორია.

რესტორანი ,, ბლექ სტარი“ გიმასპინძლებთ, როგორც ძველი სამიკიტნო, დაუკრავს მედუდუკეთა ანსამბლი და ხელსაყრელ ფასებში მოგემსახურებათ მიკიტანი და მისი მიმტანები, იმოგზაურებთ ძველ დროში.

ჩატარდება სპორტული ღონისძიებები, შეჯიბრი მკლავჭიდსა და ჭიდაობაში, გაცოცხლდება ძველი თამაში ლახტი. საბავშვო კუთხე შადრევანთან ელოდება პატარებს. ატრაქციონები, სახის მოხატვა, მსახიობები მთელი დღის მანძილზე ბავშვების განწყობაზე იზრუნებენ. გორის ციხის ფერდობებზე განლაგებულ ფაცხებში წარმოდგენილი იქნება სოფლის ნობათი.

დაგეგმილია კლიპის პრეზენტაცია შიდა ქართლის შესახებ, რომელიც ჩვენი მხარის სავიზიტო ბარათი გახდება და ტურისტების მოზიდვას შეუწყობს ხელს.

30 სექტემბერს გორში სამი კონცერტია დაგეგმილი, წარმოდგენილი იქნებიან როგორც ადგილობრივი შემსრულებლები და ჯგუფები, ასევე თბილისიდან მოწვეული მუსიკოსები. ერისთავის თეატრში გაიმართება გორის ქალთა კამერული გუნდის კონცერტი.

საღამოს ღონისძიებებს ფოიერვერკი დაასრულებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით