სიახლეები

სიახლეები

22 სექტემბერი, 2018

"გზავნილი მომავალში"

გორის კულტურისა და დასვენების პარკიდან ფრანები გაუშვეს. მშვიდობის საერთაშორისო დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებაზე მომავლის გზავნილები დაწერეს და შეუერთდნენ მსოფლიოს.

აქციაზე სახელწოდებით „გზავნილი მომავალში“ ფოტო-გამოფენა და ფილმის ჩვენებაც გაიმართა. მშვიდობის ხეივანში ღონისძიება ინვალიდ-მეომართა და დაღუპულ მებრძოლთა მეუღლეთა კავშირისა და მოძრაობა „ქალები - მშვიდობისა და უსაფრთხოებისათვის“ ორგანიზებით გაიმართა.

აქციის მიზანი იყო მშვიდობის საერთაშორისო დღის აღნიშვნა მსოფლიო საზოგადოებასთან ერთად და კიდევ ერთხელ შეხსენება იმისა, რომ - მხოლოდ მშვიდობიანი თანაცხოვრების პირობებშია შესაძლებელი თავისუფალი, მოაზროვნე და პროგრესირებადი საზოგადოების ჩამოყალიბება და მსოფლიოში მიმდინარე შეიარაღებული კონფლიქტების ფონზე თითოეული ჩვენგანის წვლილი მნიშვნელოვანია მშვიდობის მშენებლობაში.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით