
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

17 სექტემბერი, 2018
„ დღეს ძალიან ლამაზი და ემოციური დღეა, მინდა მივულოცო სკოლის მოსწავლეებს, მშობლებსა და მასწავლებლებს ახალი სასწავლო წლის დაწყება და წარმატებები ვუსურვო. განათლების სისტემის პრიორიტეტად მიჩნევა ძალიან მნიშვნელოვანი და აუცილებელია. სწორედ განათლებული ახალგაზრდა თაობის ხელშეწყობითაა შესაძლებელი ძლიერი სახელმწიფოს შენება“ - ახალი სასწავლო წლის დაწყება მოსწავლეებს, პედაგოგებსა და მშობლებს გორის მუნიციპალიტეტის მერის მაოდგილემ ეკატერინე სუხიშვილმა ე.წ. საზღვრისპირა სოფელ აძვიდან მიულოცა.
სოფელ აძვის საჯარო სკოლაში მოსწავლეები მიმდებარე ოთხი სოფლიდან დადიან. მნიშვნელოვანია, რომ მიმდინარე წელს გასულ წლებთან შედარებით პირველ კლასში ოთხჯერ მეტი ბავშვი მიიღეს.
ეკატერინე სუხიშვილი აძვის სკოლის გარდა, დღეს, გორის N4, N12, N1 სკოლებსა და სოფელ თორტიზის, ბერბუკის, მეჯვრისხევისა, ზერტის და ხელთუბნის სკოლებში იმყოფებოდა.
დღესვე, გორის მუნიციპალიტეტის სოფელ თორტიზაში ახალი სკოლა გაიხსნა. თორტიზის სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის მშენებლობასა და მის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 1400 000 ლარი დაიხარჯა.
ახალი სასწავლო წლის დაწყება თორტიზელ პირველკლასელებს ეკტარინე სუხიშვილმა განსაკუთრებულად მიულოცა და საჩუქრად საკუთარი სახსრებით შეძენილი სასკოლო ჩანთები გადასცა.