სიახლეები

სიახლეები

17 სექტემბერი, 2018

ახალი სასწავლო წელი თორტიზელი მოსწავლეებისთვის განსაკუთრებულია

ახალი სასწავლო წელი თორტიზელი მოსწავლეებისათვის განსაკუთრებულად აღინიშნება. დღეს თორტიზაში ახლადაშენებული სკოლა საზეიმო ვითარებაში განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის მინისტრის მოადგილემ ირინა აბულაძემ , სსიპ საგანმანათლებლო და სამეცნიერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტოს დირექტორმა ზვიად როსტომაშვილმა და ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა ერთობლივად გახსნეს.

გორის მუნიციპალიტეტის მერის მოადგილემ ეკატერინე სუხიშვილმა თორტიზელ ბავშვებს სასწავლო წლის დაწყება განსაკუთრებულად მოულოცა და პირველკლასელ მოსწავლეებს საჩუქრად სასკოლო ჩანთები გადასცა.

თორტიზის ახლადაშენებული სკოლა 240 მოსწავლეზეა გათვლილი. სკოლა სრულადაა ადაპტირებული სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისათვის და აკმაყოფილებს საერთაშორისო სტანდარტებს. სკოლის მშენებლობა და სარეაბილიტაციო სამუშოები გასულ წელს დაიწყო 2018 წლის 18 ივნისს დასრულდა. ამ დრომდე თორტიზის საჯარო სკოლის მოსწავლეებს გაკვეთილები სვენეთის საჯარო სკოლაში უტარდებოდათ. სკოლის მშენებლობასა და მის სრულ რეაბილიტაციაზე ჯამში 1400 000 ლარი დაიხარჯა. 

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით