სიახლეები

სიახლეები

13 სექტემბერი, 2018

გორში 2-დან 8 წლამდე ბავშვებს სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ

გორში 2-დან 8 წლამდე ბავშვებს  სისხლში ტყვიის შემცველობაზე გამოიკვლევენ. კვლევის ფარგლებში ასევე შეგროვდება მონაცემები გარემოს დაცვის, განათლების, ინფრასტრუქტურის, ჯანდაცვის, ბავშვთა განვითარების, შეზღუდული შესაძლებლობების, დევნილების, ეროვნული უმცირესობების, ადრეული ქორწინებებისა და ქალთა ჯანმრთელობის შესახებ.

მრავალინდიკატორულ კლასტერულ კვლევას (MICS) მიმდინარე წლის 20 სექტემბრიდან 20 დეკემბრის ჩათვლით პერიოდში , მთელი ქვეყნის მასშტაბით, საქართველოს სტატისტიკის სამსახური ჩაატარებს გაეროს ბავშვთა ფონდისა და სხვა დონორი ორგანიზაციების ტექნიკური და ფინანსური მხარდაჭერით.

კვლევების დასაწყისში იგეგმება პრესკონფერენციების მოწყობა და შეხვედრები საზოგადოების წარმომადგენლებთან მათი ინფორმირების, კვლევის მიმართ ნდობის გაჩენისა და კვლევაში მონაწილეობის მიღების მოტივაციის მიზნით.

მრავალინდიკატორული კლასტერული კვლევა (MICS) შინამეურნეობათა ერთ-ერთი უდიდესი კვლევაა, რომელსაც გაეროს ბავშვთა ფონდი (UNICEF) სხვადასხვა ქვეყანაში ატარებს და აგროვებს ძირითად ინდიკატორებს ბავშვებისა და ქალების მდგომარეობის შესაფასებლად.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით