
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

01 სექტემბერი, 2018
გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა ნიქოზის ანიმაციური ფილმების ფესტივალზე მის მნიშვნელობაზე ისაუბრა: „ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთი დონის ფესტივალი სწორედ აქ, ცხინვალიდან რამოდენიმე მეტრში იმართება. ამისათვის დიდი მადლობა მეუფე ისაიას და ყველა იმ ადამიანს, ვინც მის ორგანიზებაში მიიღო მონაწილეობა. ასევე ძალიან მნიშვნელოვანია აქ არსებული ხელოვნების სკოლა, რომელიც ნიქოზსა და მის მიმდებარე სოფლებში მცხოვრები ბავშვების აღზრდასა და განვითარებაში მნიშვნელოვან როლს თამაშობს. აქ მიღებული ცოდნა ამ ბავშვებს მომავალში გამოადგებათ.“
ანიმაციური ფილმების მე-8 საერთაშორისო ფესტივალი დღეს ნიქოზში საზეიმოდ გაიხსნა. ფესტივალი წმ. ალექსანდრე ოქროპირიძის სახელობის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელების ქორეოგრაფიული ნომრებითა და ქართული ხალხური სიმღერით დაიწყო. წარმოდგენილი იყო ვიდეოფილმი, რომელიც 2008 წლის აგვისტოს ომის თემაზეა შექმნილი. აგვისტოს ომის თემას ეძღვნებოდა ფოტოგამოფენაც ხელოვნების სკოლაში.
ფესტივალზე ერთი კვირის განმავლობაში წარმოდგენილი იქნება, როგორც ნიქოზის ხელოვნების სკოლის აღსაზრდელების, ასევე ქართველი ანიმატორებისა და სხვადასხვა ქვეყნებიდან მოწვეული რეჟისორების ნამუშევრები. ანიმატორები ბავშვებისთვის ტრადიციულად მასტერკლასებსაც ჩაატარებენ. ფესტივალის ისტორია 2011 წელს დაიწყო და ის საგანმანათლებლო ხასიათს ატარებს. ფესტივალი ნიქოზისა და ცხინვალის მიტროპოლიტ მეუფე ისაიას სახელს უკავშირდება და წელს ის უკვე მერვედ იმართება.