სიახლეები

სიახლეები

10 სექტემბერი, 2018

გორის მერია ევროკავშირში წარსადგენ ინფტასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობს

გორის მუნიციპალიტეტის მერია  პოლონელ ექსპერტებთან ერთად ინფრასტრუქტურული პროექტების სწრად შერჩევასა და მათი დაგეგმვისათვის აქტიურად მუშობს.  

26 სექტემბერს 10:00 საათზე გორის მუნიციპალიეტეტის მერიაში პროექტის  „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემის საშუალებით“   ფარგლებში გაიმართება შერჩეული  განსახორციელებელი ინფრასტრუქტურული პროექტების საჯარო განხილვა.

მუნიციპალიტეტის მიერ შემუშავებული განსახილველი პროექტებია:

  • გორში მიუსაფარ ცხოველთა თავშესაფრის მშენებლობა
  • წედისი-ბნავისი-ოლოზი-ღვარების გზის და სასმელი წყალის რეაბილიტაცია
  • სოფელ ქიწნისის სასმელი წყლის სისტემის რეაბილიტაცია
  • გორში ახალბაღის და გორიჯვრის დამაკავშირებელი  საბაგიროს გზის  მოწყობა
  • გორში ველო-ბილიკისათვის ბილიკისთვის ინფრასტრუქტურის მოწყობა
  • შშმ პირთათვის სარეაბილიტაციო ცენტრის მშენებლობა
  • გორში  კომბინატის და წმინდაწყლის დასახლების დამაკავშირებელი ხიდის მოწყობა
  • ცენტრალური ავტობანიდან სოფელ  ბერშუეთსა და კირბალში  მისასვლელი გზის რეაბილიტაცია
  • გორში ცხინვალის გზატკეცილიდან  სოფლ ძევერასა და შერთულში შერთულში   მისასვლელი გზის რეაბილიტაცია.

ინფრასტრუქტურული პროექტების ჩამონათვალი გორის მუნიციპალიტეტის წარმომადგელნებისა და პოლონელი ექსპერტების თანამშრომლობით, საჭიროებათა შეფასებების, ევროკავშირის სტანდარების გამოყენებით  და საქართველო 2018-2021 რეგიონული განვითარების პროგრამაზე დაყრდნობით შემუშავდა.

პროექტი „ინფრასტრუქტურის ხარისხის გაუმჯობესება უკეთესი დაგეგმვის სისტემების საშუალებით“  მიზანია, სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის კანონმდებლობის სფეროში ევროკავშირის საუკეთესო პრაქტიკის გაზიარება, მუნიციპალიტეტების დახმარება სივრცით-ტერიტორიული დაგეგმვის დოკუმენტაციის შემუშავებაში და თვითმმართველობების კვალიფიკაციის ამაღლება ინფრასტრუქტურის განვითარების მიზნით საინვესტიციო პროექტების მომზადებაში".

მუნიციპალიტეტის მერია კონკრეტული პროექტის შერჩევის შემდეგ, გამოცდილი ექსპერტების დახმარებით შეიმუშავებს დეტალურ პროექტს, რომელსაც დასაფინანსებლად ევროკავშირს წარუდგენს.

გთხოვთ, დაესწორთ პროექტების საჯარო განხილვას და დააფიქსიროთ საკუთარი  აზრი.

საკონტაქტო პირი - ნიკა კარელიძე

მისამართი:  ქ.გორი, გ. ფერაძის ქ. N5

ტელ:  599  85 89 04;  599 85 18 53.

ელ-ფოსტა:  Nikakarelidze@gmail.com ; m.doijashvili18@gmail.com 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით