სიახლეები

სიახლეები

06 სექტემბერი, 2018

ატენის ხეობაში ხანძარი ლიკვიდირებულია

მონიტორინგის მიზნით ხანძრის ადგილზე რამდენიმე სახანძრ-სამაშველო ჯგუფი მთელი ღამის განმავლობაში დარჩება.
წინასწარი მონაცემებით, დამწვარია 8ჰა - მდე ფართობი. ცეცხლი ძირითადად ტყისქვეშა საფარზე გავრცელდა.
ხეობაში ცეცხლის ჩაქრობას საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის 50-მდე მეხანძრე-მაშველი ცდილობდა, მობილიზებული იყო სპეც -ტექნიკა. ადგილზე იმყოფებოდნენ გორის მუნიციპალიტეტის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, შიდა ქართლის რწმუნებული-გუბერნატორი გიორგი ხოჯევანიშვილი, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის სახანძრო - სამაშველო ძალების დეპარტამენტის უფროსი და შინაგან საქმეთა სამინისტროს შიდა ქართლის პოლიციის დეპარტამენტის ხელმძღვანელი.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძიება ცეცხლთან ან მომეტებული საფრთხის წყაროსთან გაუფრთხილებელი მოპყრობით ნივთის დაზიანების ან განადგურების , საქართველოს სსკ-ს 188-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაიწყო, რაც ორ წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით