სიახლეები

სიახლეები

04 სექტემბერი, 2018

ტენდერების შედეგად მიღებულმა ეკონომიამ მილიონამდე ლარი შეადგინა

2018 წლის განმავლობაში (8 თვე), გორის მერიამ 74 ელექტრონული ტენდერის შედეგად 926 295 ლარის ეკონომია მიიღო.

ტენდერების სახელშეკრულებო (ფაქტიური) ღირებულება 14 336 335 ლარით განისაზღვრა. მათი სავარაუდო სატენდერო ღირებულება ჯამში 15 262 630 ლარს შეადგენდა.

მიღებული ეკონომიით უკვე დაფინანსდა სხვადასხვა ინფრასტრუქტურული პროექტი (ატენის სასმელი წყალი - მე-3 ეტაპი, ტინისხიდის სასმელი წყალი, გარეგანათება - ნადარბაზევში, თერგვისში, კირბალში, ყელქცეულში, ცხინვალის გზატკცილის მონაკვეთზე, მეღვრეკისის გზის რეაბილიტაცია და ა.შ.).

მიმდინარე წელს მერიამ ჯამში 128 ელექტრონული ტენდერი გამოაცხადა. მათმა სატენდერო ღირებულებამ 19 758 746 ლარი შეადგინა. ამ ეტაპზე გაფორმებულია 74 ხელშეკრულება, უარყოფითი შედეგით დასრულებულია 6, შეწყვეტილია 1, მიმდინარეობს 24 და არ შედგა 23 ტენდერი.

23 არ შემდგარ ტენდერს შორის, უკვე შედგა 4, მიმდინარეობს 6 და უშედეგოდ დასრულდა 6 პროექტით გათვალისწინებულ სამუშაოებზე ორ-ორჯერ გამოცხადებული ელექტრონული შესყიდვა.

აღსანიშნავია, რომ ერთი შეწყვეტილი ტენდერიც ხელმეორედ გამოცხადების შემდეგ შედგა და გაფორმდა ხელშეკრულება.

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით