სიახლეები

სიახლეები

31 აგვისტო, 2018

დიდ ხურვალეთში გზის რეაბილიტაციის ბოლო ეტაპი მიმდინარეობს

გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფელ დიდ ხურვალეთში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დასასრულს უახლოვდება. სარეაბილიტაციო სამუშაოების ბოლო ეტაპი გორის მუნიციპალიტეტის მერმა კონსტანტინე თავზარაშვილმა და მერიის სივრცითი მოწყობისა და ინფრასტრუქტურის სამსახურის ხემძღვანელმა ზურაბ ჯალაღანიამ დაათვალიერეს.

ხურვალეთის გზის რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში მოეწყო 1300 მეტრიანი  ასფალტის გზის საფარი და ახალი სანიაღვრე სისტემა. პროექტის ღირებულება ჯამში 526 969 ლარს შეადგენს. გზის ამ მონაკვეთზე დამონტაჟდება საგზაო ნიშნებიც. სამუშაოები შპს “იბოლია“ ასრულებს.

„ხურვალეთში მხოლოდ ეს მონაკვეთი იყო დარჩენილი, სადაც გზას რეაბილიტაცია არ ჩატარებია. სოფლის ამ ნაწილშია სკოლაც და მოსახლეობისთვის დიდ სირთულეს წარმოადგენდა აქ გადაადგილება განსაკუთრებით ზამთრის პერიოდში. დიდ ხურვალეთში სასმელი წლის წყლის პრობლემაა დარჩენილი. დაწყებული გავქვს ამ საკითხზე მუშაობა და იმედი ამქვს მიმდინარე წელს სამუშაოებს დავიწყებთ“ - კონსტანტინე თავზარაშვილი.

სოფელ დიდი ხურვალეთში 120- მდე ოჯახს სასმელი წლის პრობლემა აქვს, გორის მუნიციპალიტეტის მერიაში მიმდინარეობს სასმელი წლის სისტემის პროექტზე მუშაობა. 2017 წელს ხურვლეთში, წითელუბანსა და შავშვების დევნილთა ჩასახლებაში რეგიონული განვითარების ფონდის დაფინანსებით 1 855 000 ლარის ღირებულების ასფალტის საფარი მოეწყო. 

სხვა სიახლეები
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მთავარი
25 აპრილი, 2026
საინფორმაციო შეხვედრა
გაიგე მეტი
მთავარი
24 აპრილი, 2026
შეჯიბრება ბოულინგში
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით