სიახლეები

სიახლეები

24 აგვისტო, 2018

დავით ალადაშვილი 31 აგვისტოს გორში კონცერტებს გამართავს

31 აგვისტოს გორში ცნობილი ახალგაზრდა პიანისტი, ჯულიარდის კონსერვატორიის კურსდამთავრებული დავით ალადაშვილი დაუკრავს.

მუსიკოსი ორი კვირის განმავლობაში, 27 აგვისტოდან 8 სექტემბრამდე, მოძრავ სცენაზე დამონტაჟებული პიანინოთი მთელს საქართველოში იმოგზაურებს და 50-მდე კონცერტს გამართავს.

ეს იქნება დიდი ზომის წითელი მოძრავი მანქანა, რომელიც რეგიონიდან რეგიონში გადაინაცვლებს, წინასწარ შერჩეულ ადგილას ტრანსფორმირდება სცენად და ღია ცის ქვეშ ყველა დაინტერესებულ მსმენელთან მიიტანს კლასიკურ მუსიკას.

პროექტი წარმოადგენს მუსიკალურ ტურნეს სახელწოდებით  "პიანინო", რომლის მიზანი კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციაა.  პროეტის ახორციელებენ  დავით ალადაშვილი, კომპანია „ახალგაზრდები ახალგაზრდებისთვის“ და კომპანია “მაგთი“ .

„განსაკუთრებით მიხარია და დიდი პატივია, რომ ბევრგან პირველად გაჟღერდება კლასიკური მუსიკა. დიდი იმედი მაქვს, რომ ბევრი ახალგაზრდა აღმოაჩენს და შეიყვარებს ფორტეპიანოს” - ამბობს დავით  ალადაშვილი.

31 აგვისტოს კონცერტები გორის მუნიციპალიტეტში გაიმართება შემდეგი გრაფიკით:

•             12:00 საათი - სოფელი  დიცი

•             14:30 საათი - გორი (სამხედრო ბაზა)

•             17:00 საათი - სოფელი უფლისციხე

სხვა სიახლეები
მთავარი
12 აგვისტო, 2026
„ახალგაზრდული დღეები 2026“
გაიგე მეტი
მთავარი
11 აგვისტო, 2026
11 აგვისტო
გაიგე მეტი
მთავარი
08 აგვისტო, 2026
8 აგვისტო
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით