
გორის მუნიციპალიტეტის მერია
Gori Municipality City Hall
ცხელი ხაზი
0 370 27 00 06

22 აგვისტო, 2018
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს გორის მერთან ერთად, ხელი მოაწერეს აღმოსავლეთ პარტნიორობის სამოქალაქო საზოგადოების ფორუმის საქართველოს ეროვნული პლატფორმის თავმჯდომარემ ნათია კუპრაშვილმა და ა(ა)იპ „მეგობრობის ხიდი - ქართლოსის“ წარმომადგენელმა ანა ჯებისაშვილმა.
შეთანხმება მიზნად ისახავს საქართველოს ევროკავშირთან ინტეგრაციის პროცესის ხელშეწყობას ასოცირების შეთანხმების 372-ე მუხლის შესაბამისად. აღნიშნული მუხლი გულისხმობს, ცენტრალური და ადგილობრივი მმართველობის ორგანოებსა და სამოქალაქო საზოგადოებას შორის საკომუნიკაციო არხების ჩამოყალიბებას, ინფორმაციისა და გამოცდილების გაცვლის სისტემების განმტკიცებას.
მემორანდუმის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების მიზანი იქნება არსებული კანონმდებლობის ჰარმონიზაცია ევროკავშირის კანონმდებლობასთან, ევროპული ინტეგრაციის შესახებ მუნიციპალიტეტის მოსახლეობის ცნობიერების ამაღლება და ადგილობრივ დონეზე გადაწყვეტილების მიღების პროცესში მოქალაქეთა ჩართულობის ხელშეწყობა.