სიახლეები

სიახლეები

15 აგვისტო, 2018

ატენის ხეობაში სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“ გაიხსნა

ბანაკის გახსნის საზეიმო ცერემონიას გორის მერი კონსტანტინე თავზარაშვილი, ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის დირექტორი გიორგი ჩოგოვაძე, ადგილობრივი თვითმმართველობისა და ა(ა)იპ გორის მუნიციპალიტეტის ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

საზაფხულო ბანაკში გიდის (უცხოენოვანი) პროფესიის შესწავლის მიზნით, გორის სახელმწიფო სასწავლო უნივერსიტეტისა და ევრორეგიონული სასწავლო უნივერსიტეტის სტუდენტები ერთი კვირიან სასწავლო კურსს გაივლიან.

ტრენინგებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის, საქართველოს ეკოტურიზმის ასოციიცისა და ა(ა)იპ „ახალგაზრდობისა და ტურიზმის განვითარების სააგენტოს“ ტურიზმის განყოფილების წარმომადგენლები გაუძღვებიან.

ბანაკის მონაწილე 19 სტუდენტი წლის ბოლომდე ეტაპობრივად გაივლის როგორც გადამზადების კურსებს, ასევე პრაქტიკას გორის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე არსებულ ყველა მუზეუმში. თითოეულ მათგანს გამოცდის ჩაბარების შემდეგ, გადაეცემა სერტიფიკატი.

სასწავლო ბანაკი „გზამკვლევი“, რომლის მიზანიც გორის მუნიციპალიტეტში ტურიზმის განვითრების ხელშეწყობაა, გორის მუნიციპალიტეტის მერიისა და ა(ა)იპ კულტურისა და ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის სააგენტოს ტურიზმის განყოფილების ინიციატივით გაიხსნა.

სხვა სიახლეები
მთავარი
18 მაისი, 2026
გორში მუზეუმების საერთაშორისო დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
17 მაისი, 2026
გორში ოჯახის სიწმინდისა და მშობლების პატივისცემის დღე აღინიშნა
გაიგე მეტი
მთავარი
27 აპრილი, 2026
მემორანდუმი ყარაღანდასთან
გაიგე მეტი
მიიღეთ ყველა სიახლე
ელ.ფოსტის საშუალებით